მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი Superjet 100 მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში ჩამოვარდა.

თვითმფრინავში სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელეს.

ინფორმაციისთვის, თვითმფრინავი მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიციდან, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები