ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს

ჯო ბაიდენმა და კირ სტარმერმა უკრაინაში არსებული ვითარება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ.

ორმა ლიდერმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობები, უკრაინაში არსებული ვითარება, ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ევრო 2024-ის ნახევარფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრების გამარჯვება განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ თავიანთი სწრაფვა განიხილეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები