ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ინგლისი გახდა.

დორტმუნდში გამართულ მეორე ნახევარფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-7 წუთზე ნიდერლანდები სიმონსის გოლით დაწინაურდა, მე-18 წუთზე კი კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

დღევანდელი შეხვედრის 91-ე წუთზე უოტკინსმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები