პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა ომის შემდეგ ნატოს წევრი უნდა გახდეს, რადგან ალიანსს არ სურს რუსეთთან ომში ჩათრევა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ როდის მიიღებენ უკრაინას ნატოში და არა იმაზე, მიიღებენ თუ არა მას საერთოდ.
„აქ პატივს სცემენ უკრაინული საზოგადოების გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს, სურს მას მიეკუთვნოს აღმოსავლეთს თუ თავისუფალ დასავლეთს. დღეს ეს ხმა მკაფიო და მათ უნდათ ეკუთვნოდნენ დასავლურ საზოგადოებას. დღეს ამ გზაზე მხოლოდ ერთი პრობლემაა – ომი უნდა დასრულდეს. ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას, მაგრამ ნატოს არ სურს ომი რუსეთთან“, – აღნიშნა დუდამ ვაშინგტონში ევროატლანტიკური საბჭოს სხდომის წინ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ჰააგის მომავალ სამიტზე უკრაინა ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მოწვევას მიიღებს.