Reuters: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება და მასში მონაწილეობას ეგვიპტის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ.
„ისინი ბევრ საკითხზე თანხმდებიან“, – განაცხადა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა, შეხვედრაზე მხარეებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები განიხილეს.