მედია: ევროკომისიამ ლიეტუვას 8,7 მილიონი ევროს გამოყოფა შეუჩერა

ევროკომისიამ ლიეტუვისთვის არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით 8,7 მილიონი ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Baltnews-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

„ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, – განაცხადა სკაისტემ.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები