საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მედია სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ.