“მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა ბულგარეთის წმინდა ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე თქვენს აღსაყდრებასთან დაკავშირებით” – ილია მეორე ბულგარეთის პრეზიდენტს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბულგარეთის პატრიარქს ბულგარეთის წმინდა ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე თქვენს აღსაყდრებას ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქსა და სოფიის მიტროპოლიტ დანიელს თქვენო უწმინდესობავ,
მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა ბულგარეთის წმინდა ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე თქვენს აღსაყდრებასთან დაკავშირებით.
თქვენ გახდით პირველიერარქი გამორჩეული ისტორიის მქონე ეკლესიისა. ეს უდიდესი პატივია და უმძიმესი ჯვარიც, მაგრამ უფალი მოგცემთ ძალას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების დასაძლევად.
შევთხოვ თავთა მოციქულთა, წმ. პეტრესა და პავლეს, იყვნენ შუამდგომელნი თქვენი წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობით, ერთობითა და სიყვარულით აღასრულოთ თქვენი მამამთავრული ღვაწლი სადიდებელად ღვთისა, სამსახურებელად ბულგარეთის წმინდა ეკლესიისა და მსოფლიო მართლმადიდებლობისა.
პატივისცემით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის”, – წერია ინფორმაციაში.