ჯეიკ სალივანი: პუტინი ვერ დაგვყოფს – უკრაინა გაიმარჯვებს და არა რუსეთი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ვაშინგტონში სამხედრო ალიანსის ლიდერების შეკრებისას უკრაინისადმი აშშ-ისა და ნატოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად რიგი ღონისძიებები განიხილა.
ნატო უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახალ სამხედრო სარდლობას გერმანიაში სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით უკრაინული ჯარების წვრთნისა და აღჭურვისთვის და დანიშნავს კიევში წარმომადგენელს უკრაინის ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
სალივანმა თქვა, რომ ნატო მზადაა გრძელვადიან პერსპექტივაში იდგეს უკრაინის გვერდით, რადგან ის ებრძვის რუს დამპყრობლებს.
„[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი ვერ დაგვყოფს. მას არ შეუძლია ჩვენი დასუსტება. უკრაინა გაიმარჯვებს და არა რუსეთი“, – დასძინა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.