ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა.

მიუნხენში გამართულ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ისინი 14 ივლისს დაგეგმილ მეორე ნახევარფინალურ მატჩში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

დღევანდელ თამაშში მატჩის მე-9 წუთზე ფრანგები კოლო მუანის გოლით დაწინაურდნენ.

21-ე წუთზე 16 წლის ლამინ იამალმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ანგარიშის გათანაბრებიდან 4 წუთში ესპანელები დანი ოლმოს გოლით წინ გავიდნენ.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები