“ძირითადი პრობლემატიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით არის დაკავშირებული რამდენიმე, როგორც მექანიკურ, ასევე, ტექნიკურ დაზიანებებთან” – ტარიელ ირემაძე
“10 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტი საკმაოდ კარგ შედეგებზე გავიდა, რაც აისახა სტატისტიკაში. 6000-ზე მეტი საჯარიმო სანქცია იყო გამოწერილი. ძირითადი პრობლემატიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით არის დაკავშირებული რამდენიმე, როგორც მექანიკურ, ასევე, ტექნიკურ დაზიანებებთან”, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
“ეს, პირველ ყოვლისა, შეიძლება, იყო ე.წ. კატალიზატორების არარსებობა ავტომობილებში, ან გაუმართაობა და ასევე, გამონაბოლქვი სისტემის დაზიანებები. ჩვენი ეკიპაჟები, რომლებიც 4 დიდ ქალაქში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდებიან, ძირითადად აწყდებოდნენ ასეთი ტიპის დარღვევებს”, – განმარტა ირემაძემ.