იაპონიაში, ქალაქ შიზუ-ოკაში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, მოსახლეობა ძლიერ სიცხეს ებრძვის, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰოსპიტალიზებულია რამდენიმე ადამიანი.
ამასთან, ძლიერი სიცხის გამო, საჭირო გახდა “სპეციალური თავშესაფრების” განთავსება.
“სპეციალური თავშესაფრები“ ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი სქემის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით ძლიერ სიცხეში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ფიზიკურ აქტივობას და გარეთ არ გავიდნენ.