გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია!
5 ივლისს თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ხუთ ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.