ვაშინგტონში დღეს ნატოს სამდღიანი სამიტი იწყება.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღნიშნულ სამიტზე უკრაინის მხარდაჭერა ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, სამიტის თემები იქნება შეკავება, თავდაცვა და გლობალური პარტნიორობა.
აღსანიშნავია, რომ გენერალურმა მდივანმა სამიტზე მიიწვია ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მათ შორის უკრაინის, კიბერ და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერაზე.