უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 553 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220];
- ტანკი – 8 178 ერთეული [+7];
- ჯავშანტექნიკა – 15 704 ერთეული [+19];
- საარტილერიო სისტემა – 15 015 ერთეული [+49];
- MLRS – 1 115 ერთეული [+0];
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+0];
- თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0];
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0];
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 922 ერთეული [+29];
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+36];
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0];
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0];
- მანქანები და საწვავის ავზები – 20 212 ერთეული [+62];
- სპეცტექნიკა – 2 516 ერთეული [+13].
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.