უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა – დაშავებულია 140 ადამიანი

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევის შედეგად არსებული ვითარება:

სულ დაიღუპა 33 ადამიანი: 22 – ქალაქ კიევში; 11 – დნეპროპეტროვსკის ოლქში.

დაშავდა 140 ადამიანი: დედაქალაქში 74; 2 – კიევის რეგიონში; 64 – დნეპროპეტროვსკის ოლქში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთმა დღეს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები