გოგი მეშველიანს მოქალაქე საჯაროდ მადლობას უხდის თანადგომისთვის – “თქვენი ლომის წვლილი იქნება ლუკას გამოჯანმრთელებაში”

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ გოგი მეშველიანს მოქალაქე მარიამ კორძაია სოციალურ ქსელში საჯაროდ მადლობას უხდის თანადგომისთვის. ის ამბობს, რომ მაჟორიტარის დახმარებით მისი შვილი საუკეთესო ონკო კლინიკაშია მოთავსებული.

„უღრმესი მადლობა, გულისხმიერებისთვის…
თქვენი ლომის წვლილი იქნება ლუკას გამოჯანმრთელებაში…
თქვენი დამსახურებით მსოფლიოში საუკეთესო ბავშვთა ონკო. კლინიკაში ვართ…
უფალმა სიკეთე,ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოუშალოს თქვენ ოჯახს
ცამდე მადლობა მთელ თქვენს გუნდს ამხელა მხარდაჭერისთვის“- წერს სოციალურ ქსელში მარიამ კორძაია https://www.facebook.com/share/p/GoaygbyR8vpKon7X/

მაჟორიტარი ასე ეხმაურება მარიამ კორძაიას მადლობას – „ ჩვენს მთავრობას დიდი მადლობა, ასეთი პროგრამების დაფინანსება რომ მოხერხდა! ღმერთმა მალე გამოგიჯანმრთელოთ ლუკა!“ -პასუად წეს გოგი მეშველიანი

აქვეა სხვა მომხმარებლების თბილი კომენტარები, რომლებიც წერენ –
„არ მოგვეშალოს თქვენი იმედი გოგი, პირველი ვინც გაგვახსენდა ამ საკითხში მხარდაჭერის მიზნით, თქვენ იყავით და ეჭვიც არ შეგვპარვია რომ გულთან მიიტანდით და დაეხმარებოდით ჩვენს საყვარელ ლუკას.“ “ბედნიერებაა, რომ ასეთი გულისხმიერი და იმედიანი ადამიანი გვყავს, რომელიც მაშინვე დგება ყველას გვერდით, ვისაც ეს სჭირდება .” და სხვა.
მიმდინარე წლის 24 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 წლის ლუკას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა (ჰოჯკინსის ლიმფომა კვანძოვანი ლიმფოციტების სიჭარბით) და სჭირდებოდა დახმარება მკურნალობის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად. https://www.facebook.com/share/p/2hMzz9QYpUKeLCQv/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები