“გვინდა, ყველანაირი თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მებრძოლებს, ოჯახებს და მათ შვილებს” – ამილახვარი

“პრემიერის ინიციატივით, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი მებრძოლების შვილების მასპინძლობას საქართველოში”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უკრაინელი სამხედროების შვილებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„პრემიერი თავად შეხვდა ამ ბავშვებს და ჰქონდა მათთან ძალიან თბილი შეხვედრა და საუბარი. ძალიან მოსწონთ მათ საქართველო. გვინდა, ყველანაირი თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მებრძოლებს, ოჯახებს და მათ შვილებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები