“ადამიანს ახლა აბულინგებენ, რომ გაჩუქა, ეს ხომ საშინლად არ მოგწონს და მადლობა როგორ გადაუხადეო?!” – გიორგი გამსახურდია ეროვნული ნაკრების ბულინგზე

„იმდენად გადაფარა მათი ეს ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი, რომ უკვე ზიზღი გაუჩნდათ. იგივე მოხდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენის ფაქტზეც. მათ მედიასაშუალებებში ეს ფაქტი რელიგიური, ღირებულების კონტექსტიდან არის დაცლილი – ბიძინა ივანიშვილმა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი იყიდა, თითქოს, დეფის ხელნაწერი იყიდა! ანუ, აუფასურებენ. თუ რაიმე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული, ცდილობენ, რომ გააუფასურონ”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში “იმედი live ისაუბრა.

“ადამიანს ახლა აბულინგებენ, რომ გაჩუქა, ეს ხომ საშინლად არ მოგწონს და მადლობა როგორ გადაუხადეო?! ეს იმითაა გამოწვეული, რომ თემა გადაიფარა – ეს კიდევ ვერ დაახურდავეს თავიანთ ავადმყოფ თავებში. ეგ არის ბულინგის ერთ-ერთი მიზეზთაგანი“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები