“ჩვენს ფეხბურთელებს ის ტვირთი და განცდა აღარასდროს ექნებათ, რაც წინა თაობას ჰქონდა, მათ შორის, მეც” – ლევან კობიაშვილი

“ფეხბურთელებს, ამ არაჩვეულებრივ გუნდს და მოთამაშეებს ის ტვირთი და განცდა არასდროს ექნებათ, რაც შეიძლება, წინა თაობებს ჰქონდა”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“მე ყოველთვის ვამბობ, ჩემი კარიერის შემდეგ ყველაზე დიდი ტვირთი, ოცნება და სურვილი, როგორც ფეხბურთელმა, იმას ვერ მივაღწიე. სულ მქონდა მოთამაშეებთან ამ თემაზე საუბარი, რომ თუ ისინი კარიერას დაასრულებდნენ, ეს არასდროს განეცადათ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ისინი არ განიცდიან ამას და ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გუნდს, თითოეულ მოთამაშეს, ჩვენი ორგანიზაციის თითოეულ წევრს, რადგან ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წარმატებისთვის”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები