“არა შუქი, არა გაზი; „დინამოს“ ბაზაზე ცხოვრობდა ნაკრები და მახსოვს,  წყალს გვიცხელებდნენ, სათლებით ერთმანეთს ვასხამდით, რომ დაგვებანა” – ვეტერანი ფეხბურთელი

“დიდი ემოციებით გამოვედით თამაშზე, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გახსოვთ ეს თამაში წავაგეთ. თამაშიდან გამომდინარე ასეთი უიღბლობა, როგორიც იმ დღეს იყო, წარმოუდგენელია. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენი უპირატესობა იყო, სამი გოლი გავიტანეთ და არ ჩაითვალა”, – ასე იხსენებს “იმედის კვირასთან” საუბრისას ვეტერანი ფეხბურთელი, კახა ცხადაძე 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას.

“არა შუქი, არა გაზი. „დინამოს“ ბაზაზე ცხოვრობდა ნაკრები და მახსოვს, რომ ვარჯიშის შემდეგ წყალს გვიცხელებდნენ და სათლებით ერთმანეთს ვასხამდით, რომ დაგვებანა.

ზოგს ბურთი ჩამოჰქონდა, ზოგს ბუცი, ზოგს სამედიცინო აღჭურვილობა, თუმცა ჩვენ ჩვენი ნაკრებისთვის არაფერი დაგვიშურებია”, – აღნიშნა  ცხადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები