“ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს აბამენ და ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ” – გიორგი გველესიანი

“დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება, როგორც ჯილდოთი, ასევე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს აბამენ და ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ, თუმცა ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს”, –  აღნიშნა გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები