“ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა – ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ” – ლუკა ლოჩოშვილი

„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ – ღირსების ორდენი იყო, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს – მოტივაცია არის, წახალისება არის”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“ჩვენი კაპიტანია და ყველა ფეხბურთელის სახელით მან მადლობა გამოხატა. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია. ჩემთვის ყველაფერი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც რაღაცას გიფასებს, შენი საქმე რომ ფასდება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა – ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ ყველა ერთად. უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, – აღნიშნა ლოჩოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები