“ყველა ქუჩაში ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას გვერდით დავუდგებით” – კრწანისის რაიონის გამგებელი

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთოდა, თბილისში პრობლემები შექმნა.

განსაკუთრებით დაზარალდა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონები.

მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებულ ზონებში მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

“ფონიჭალის მხარეს იყო პრობლემები, ზემო და ქვემო ფონიჭალაში. წაიქცა ათეულობით ხე, იყო გრიგალი.

სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოვაწესრიგებთ.

ჯერჯერობით, რაც ვიცით, ოცამდე ოჯახია, სადაც სახურავების პრობლემაა. ყველა ქუჩაში ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას გვერდით დავუდგებით”, – აცხადებს კრწანისის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლომდე დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები