“დიდია ყველას გულისტკივილი ქ-ნ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“დიდია ყველას გულისტკივილი ქ-ნ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები