საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იწყება

კვირას, 7 ივლისს, საფრანგეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების მეორე ტური ტარდება. აღნიშნულის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. ზოგიერთ ქალაქში, საარჩევნო უბნების გახსნის საათები შეიძლება განსხვავდებოდეს, კერძოდ, პარიზში ფრანგებს ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეუძლიათ.

ხმის მიცემის პირველი შედეგების გაგება ადგილობრივი დროით 20:00 საათზეა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს გამართულ პირველ ტურში ფრანგებმა 577 პარლამენტარიდან 76 აირჩიეს, მათგან 37 ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება ან მისი მოკავშირეების“ წევრი იყო. აბსოლუტური უმრავლესობა კი 289 მანდატს მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები