“ტყუილს ვერავის ვეტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი მოგებიანია, მაგრამ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შეიძლება, ფეხბურთი და კლუბი მომგებიანი საქართველოშიც გახდეს” – არველაძე

„ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების წარმატება ბიზნესის დაინტერესებაზე იმოქმედებს. ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჯერ ფეხბურთში მოსვლის სურვილი არ ჰქონია ან ვერ ხვდებოდა, რა სიხარული შეუძლია ფეხბურთმა ხალხს მოუტანოს და თავადაც რა სიამოვნება შეიძლება მიიღონ”, – ამის შესახებ არჩილ არველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

“მოგება ყოველთვის დახარჯული თანხას ვერ გადაფარავს, მაგრამ, სიამოვნების თვალსაზრისით, ეს შეუდარებელი სფეროა – უბრალოდ, სიხარულს ვერ იყიდი.

გამოჩნდა, რომ საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ, წარმატება განსაკუთრებულად უხარიათ და წარუმატებლობა განსაკუთრებულად სწყინთ. ამიტომ, ახლა ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ჩემ ირგვლივ, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, აზრს გვეკითხებიან, როგორი ფორმით შეიძლება ფეხბურთში შემოვიდნენ.

ტყუილს ვერავის ვეტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი მოგებიანია, მაგრამ სწორი გათვლებით, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შეიძლება ფეხბურთი და კლუბი მომგებიანი საქართველოშიც გახდეს. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატმა ხალხს ფეხბურთის მნიშვნელობა და როლი კარგად აჩვენა. დარწმუნებულიც ვარ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებითაც უფრო ძლიერი კლუბები დაინტერესდებიან და კარგ ლიგაში ბევრს ვიხილავთ“, – აღნიშნა არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები