ირანის პრეზიდენტი: მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით
მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით, – ამის შესახებ ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ. ქვეყნის წინსვლისთვის ყველა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა.
ინფორმაციისთვის, პეზეშკიანმა არჩევნები 16,3 მილიონზე მეტი მიღებული ხმით მოიგო.
ამასთან, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.