ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა „კანის“ ექიმებმა 18-წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს უფასო მომსახურება გაუწიეს.

ჩოხატაურის მერიის ცნობით, მოსახლეობამ კონსულტაციები ათამდე სპეციალისტისგან მიიღო.

სამედიცინო აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, კლინიკაში „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები