შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და გორის მერი გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქალაქ გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამჟამად, ქალაქის რამდენიმე უბანში სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

კერძოდ, შინდისის გზატკეცილზე მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება კომბინატის დასახლებაში მდებარე ჩოგბურთის კორტებს.

„კომბინატის დასახლებაში ვნახეთ სკვერი, რომელსაც უტარდება რეაბილიტაცია, ის არის 350 მეტრის სიგრძის. ჩვენს მოსახლეობას შეეძლება დასვენება, ბულვარში სეირნობა. ასევე, მიმდინარეობს კორტების რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტებით, – განაცხადა ლევან ხარაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები