გიორგი ვოლსკი: მადლიერება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს და ბულინგი ამ ადამიანებზე არის უზნეობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე ბულინგის კამპანიას აფასებს. მისი განცხადებით, ამ ადამიანების ბულინგი უზნეობაა.

„მადლიერება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს და ბულინგი ამ ადამიანებზე არის უზნეობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და სამწუხაროდ, ახასიათებთ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული არიან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების გარშემო. ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის,  ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები