„მე ვრჩები საპრეზიდენტო რბოლაში და ისევ გავიმარჯვებ“ – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის კვლავ რჩება საპრეზიდენტო რბოლაში.
„ალბათ იცით, რომ გასულ კვირას მცირე დებატები გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საუკეთესო შესრულება იყო. მაგრამ მას შემდეგ ბევრი ვარაუდი გაჩნდა. „რას აპირებს ჯო? აპირებს ის რბოლაში დარჩენას? აპირებს თუ არა ის წასვლას? რას აპირებს ის?“. აჰა, ჩემი პასუხი: მე ვრჩები და ისევ გავიმარჯვებ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში ამომრჩეველთან შეხვედრისას.