ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველი სესიით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველი სესიით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. მეორე სესიით დაიწყო სტუდენტთა საგრანტო და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, – ამის შესახებ საუბრობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე.

„სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 3000-ზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2500-ზე მეტი აპლიკანტი“, – აცხადებს გელა გელაძე.

პირველი სესიას წარმატებით აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი.

„დასწრება საკმაოდ კარგი იყო, 3 დღის განმავლობაში დაგვიანების 3 შემთხვევა გვაქვს, გამოცდიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები