იენს სტოლტენბერგი: ვიმედოვნებ, რომ უკრაინა ჩვენი მოკავშირე გახდება

ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გახდება, – ამის შესახებ მან გერმანულ ტელევიზიასთან განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ უკრაინა ჩვენი მოკავშირე გახდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება კიევისადმი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი.

ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში მომავალ კვირას ნატოს სამიტია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები