გიორგი გაგნიძემ გენერალური პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

გიორგი გაგნიძემ, რომელიც გენერალური პროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

როგორც თავად განმარტავს, მან კონსულტაციები პროკურატურაში და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან გაიარა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

“კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტე, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. განცხადებით დღეს ვაფიქსირებ, ვინაიდან ორშაბათს ვიყავი დარეგისტრირებული გასაუბრებაზე. სამომავლოდ ისევ გავაგრძელებ ურთიერთობას პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურთან, როგორც წარსულში ვურთიერთობდით”, – განაცხადა გიორგი გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები