ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანში მოლაპარაკებებს მართავს

მილანში, მამუკა ჯუღელს და აურელიანო დე ლაურენტისს შორის, ნაპოლის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,- ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

“ნაპოლიმ” ქართველთან დაკავშირებით “პარი სენ-ჟერმენის” €110 მილიონიანი წინადადება უარყო, იმ მიზეზით, რომ კვარაცხელია არ იყიდება.

ახლა მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ნაპოლის ახალ შეთავაზებას: კონტრაქტი 2029 წლამდე 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით, პრიზებით და პრემიებით. უცხოური მედიის თქმით, ჯუღელი ამ ციფრის 6-7 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები