ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

➢ ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები
➢ მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი,
➢ სერვის +
➢ სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები
➢ აპარტოტელების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
➢ დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
➢ მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
➢ სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია
➢ სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები
➢ სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge – ზე უნდა გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები