წყნეთის ქუჩა N1-ში დასასვენებელი სივრცე და სტადიონი რეაბილიტირდა

წყნეთის ქუჩა N1-ში მდებარე სკვერი და სპორტული მოედანი მთლიანად განახლდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები; სპორტული მოედნის კედელი მოიხატა; სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკვერისა და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
დასასვენებელ სივრცეში განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები