თბილისში მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა

თბილისში მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, – ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

“მომსახურების ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო სამსახური, სადაც დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის სერვისით.

აღნიშნული ცენტრი კომპანია ,,თინეთის” რეგისტრაციის ოფისშია განთავსებული.
მისამართი: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N1ბ

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 1272”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები