სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ზაზა შავაძემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა სოფელ დიოკნისში რამდენიმე ფერმერის გაშენებული ჟოლოს ბაღი დაათვალიერა და კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. დიოკნისის მოსახლეობა სეზონზე 200 ტონამდე ჟოლოს მოსავალს ელოდება. მოწეული პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად სუპერმარკეტების ქსელში ხდება. ბაღში 200-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.
მინისტრმა დაათვალიერა, ფერმერ გურამ ძირკვაძის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 13 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,საოჯახო მეურნეობის განვითარების’’ ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში არასეზონური ხილის შენახვა რეალიზაციისთვის დაუფინანსდა.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და საოჯახო მეურნეობების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.
იმევე დღეს მინისტრმა, სოფელ დეკანაშვილებში, ბადრი თავართქილაძის საკარმიდამო ნაკვეთში ჟოლოს, მარწყვის და ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი დაათვალიერა, რომელიც ასევე სამინისტროს ,,საოჯახო მეურნეობის განვითარების’’ ხელშეწყობის ფარგლებში გაშენდა.
აღნიშნულ ღონისძიებებში მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები