რიში სუნაკმა „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა“, – აღნიშნა სუნაკმა და დასძინა, რომ პარტიის ლიდერს, კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება.

„დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ეს არის ბრიტანელი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე“, – განაცხადა სუნაკმა.

ინფორმაციისთვის, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო.

მიმდინარეობს ხმების ოფიციალური დათვლა.

„ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები