მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 89 ადამიანი დაიღუპა

მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN მავრიტანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, მავრიტანის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მიგრანტების ცხედრები, რომლებიც დიდ თევზსაჭერ ნავზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის გადაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის ქალაქ ნდიაგოდან დაახლოებით 4 კილომეტრში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავი, რომელმაც ექვსი დღის წინ დატოვა გამბია-სენეგალის საზღვარი, ევროპისკენ მიემართებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები