შარლ მიშელი: ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია

European Council President Charles Michel holds a press conference, following European Union leaders summit, in Brussels, Belgium June 30, 2023. REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი – უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება“, – წერს მიშელი X-ზე.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები