ეგზიტპოლი: ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გაიმარჯვა

ეგზიტპოლის თანახმად, ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კონსერვატორებმა რიში სუნაკის ხელმძღვანელობით, პარტიის ისტორიაში ყველაზე დაბალი ადგილების რაოდენობა მოიპოვეს.

წინასწარი მონაცემებით, სერ კირ სტრამერის პარტია 650 მანდატიდან 410 ადგილს მოიპოვებს თემთა პალატაში, ხოლო კონსერვატორები – 131 ადგილს.

ამასთან, ეგზიტპოლის მიხედვით, „ლეიბორისტებმა“ საყოველთაო არჩევნებში მოპოვებული დიდი გამარჯვებით ქვეყანაში 14 წლიანი კონსერვატიული მმართველობა დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები