“სამწუხაროდ, იყო ორი დაგვიანება მთელი საქართველოს მასშტაბით” – ნინო წერეთელი

საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ორ საათზე, გამოცდა კი სამ საათზე დაიწყება.

წელს 24 საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქში ფუნქციონირებს.

“პირველმა დღემ, სამმა ივლისმა ჩაიარა ძალიან მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, იყო ორი დაგვიანება მთელი საქართველოს მასშტაბით.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა გამოსაცდელს, რეგისტრაციის დაწყების მომენტში, რომელიც საგამოცდო ბარათში აქვთ მითითებული, აუცილებლად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში”, – ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები