“ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაგვიანებით არავინ გამოცხადებულა” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ისევ ორ სესიად ტარდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე გამოსაცდელი”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე არავის დაუგვიანია.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები