სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია, სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე 8.8 კმ-იანი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცემენტ-ბეტონის გზა, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედლები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, გათვალისწინებულია რეაბილიტირებული გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, სავალი ნაწილის მონიშვნა და ზღუდარებით შემოფარგვლა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.87 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები