საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს იწყებს

დღეიდან საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს იწყებს.

წარდგენილია 11 კანდიდატი. მათგან ფარული კენჭისყრით შეირჩევა სამი.

ამის შემდგომ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. წარდგენილთაგან ერთ-ერთი თანამდებობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან არის ვაკანტური. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები