“ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი განხორციელდება, დარღვევებზე მკაცრი სანქციები იქნება” – „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ დირექტორი

“იმ შემთხვევაში, თუ ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილს კონკრეტულ ხარვეზზე არ დაახარვეზებს, სანქციები იმოქმედებს”,- ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტომობილების ტექინსპექტირების პროცესზე მონიტორინგი განხორციელდება. კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტშია წარდგენილი.

შიოლაშვილის შეფასებით, გარკვეული კონტროლის მექანიზმები, საბოლოო ჯამში რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე დადებითად აისახება.

“2025 წლიდან იგეგმება, ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი განხორციელდეს. მონიტორინგს “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო” განახორციელებს. დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც ვიდეომეთვალყურეობის , კამერების მეშვეობით, ისე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობაზე მონიტორინგი განხორციელდეს. გარკვეული საჯარიმო სანქციები იქნება განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილს კონკრეტულ ხარვეზზე არ დაახარვეზებს, მაგალითად, ისეთზე როგორიცაა სახიფათო ხარვეზი 5 -000 ლარიანი ჯარიმა იქნება გამოწერილი, თუ მნიშვნელოვან ხარვეზზე არ დაახარვეზებს 2 000 -ლარიანი, ხოლო უმნიშვნელოზე 500- ლარიანი. საკმაოდ მკაცრი სანქციები იქნება, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ტექინსპექტირების ცენტრებმა მონიტორინგი უფრო მეტად ობიექტურად განახორციელონ. მოგეხსენებათ, ამ პროცესში ადამიანური ფაქტორიცაა ჩარეული და გარკვეული კონტროლის მექანიზმები, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე მაინც დადებითად აისახება.
კომპანიის მხრიდან შიდა პროცესებზე მეტი მონიტორინგი იქნება განსახორციელებელი, რათა ჯარიმები არ დაეწეროთ. სისტემა ამის მსგავსად ძალიან ბევრ ქვეყანაშია ჩამოყალიბებული, მონიტორინგს გარკვეული მაკონტროლებელი ორგანიზაცია ახორციელებს. ვფიქრობ, თავად კომპანიის მხრიდან შიდა პროცესებზე მონიტორინგი, მართვა უფრო მეტად უნდა მოხდეს. კვალიფიციური პერსონალი ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია , შესაძლებელია გადაცდომა იყოს არ მიზანმიმართულად, არამედ გარკვეულად კომპეტენციის ნაკლებობიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები