“ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, ეს რა ისტორიული ამბავი მოხდა და სად ვთამაშობთ” – წიტაიშვილი

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხალხს ვაჩვენეთ – საქართველოს ნაკრებს შეუძლია ბრძოლა ყველასთან, ვინც არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ისაუბრა.

“გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ სტადიონზე რომ გავედით, ყველა განსხვავებულ გარემოში მოვხვდით, ეს რაღაც სხვა იყო, ვიდრე აქამდე გვენახა. რასაც მთელი ბავშვობა ტელევიზორში ვუყურებდით და ვოცნებობდით, ჩვენთვის რეალობად იქცა, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, ეს რა ისტორიული ამბავი მოხდა და სად ვთამაშობთ.

იმედია, “ევრო 2024″ დაგვეხმარება, რომ პატივისცემა გაიზარდოს ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩემპიონატით დაინტერესდნენ და ევროპაში რაც შეიძლება მეტი საინტერესო მოთამაშე წაიყვანონ”, – აღნიშნა ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები